[VIDEO] წიტაიშვილის პირველი გოლი საფრანგეთში და ორი პენალტი კომპენსირებულ დროში – “მეცი” “ბრესტთან” დამარცხდა

ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში „მეცი“ გასვლაზე „ბრესტთან“ 2:3 დამარცხდა.
მასპინძლები დებიუტში პატე მბუპმა დააწინაურა, თუმცა მალე სტუმართა გუნდის გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. ეს საფრანგეთის ჩემპიონატზე ჩატარებულ მეცამეტე მატჩში წიტაიშვილის პირველი გოლია – აქამდე მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემა იყო.
„ბრესტი“ უპირატესობას ფლობდა და მეორე ტაიმის დასაწყისში კამორი დუმბიამ წინ გაიყვანა. წიტაიშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს. მაინც შეძლო „მეცმა“ სუმაილა კულიბალის ავტოგოლით თანაფარდობის აღდგენა. კომპენსირებულ დროში სტუმართა კარში ორჯერ დაინიშნა პენალტი, რომენ დელ კასტილიოს პირველი დარტყმული ბურთი მეკარე ჯონათან ფიშერმა მოიგერია, მეორეჯერ კი დელ კასტილიომ შანსი გამოიყენა.
„მეცის“ მეორე ქართველი ლეგიონერი გიორგი აბუაშვილი ამჯერად სათადარიგო იყო.
„მეცმა“ ზედიზედ სამი მოგების შემდეგ მარცხი განიცადა, 11 ქულით ბოლოსწინა, მეჩვიდმეტე ადგილზეა და 28 ნოემბერს „რენს“ უმასპინძლებს.
ბრესტი – მეცი 3:2
გოლები: 1:0 მბუპი (2), 1:1 წიტაიშვილი (6), 2:1 დუმბია (48), 2:2 კულიბალი (79, საკ. კარში), 3:2 დელ კასტილიო (90+10, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: დელ კასტილიო (90+5, ბრესტი)