პარლამენტთან, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. აქტივისტების ცნობით, დაკავებულია ია მელითაური.
დაკავების მიზეზი უცნობია. პოლიციამ ის დაკავებისთვის განკუთვნილ მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია ცოტა ხნის წინ განახლდა. იქ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან” მივიდნენ.




