რუბიომ და ერმაკმა დადებითად შეაფასეს ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობა

ჟენევაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები -ის, უკრაინის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების მაღალი რანგის დელეგაციებს შორის. ისინი მსჯელობენ -ის 28-პუნქტიან სამშვიდობო წინადადებებზე, რომელთა შესახებ მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პაუზის დროს განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების შემდეგ ერთ-ორ საათში კვლავ დაბრუნდებიან. მან წინასწარ არ ისურვა შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ მოკლედ შეაჯამა მიმდინარე მოლაპარაკებები.
„ამ პროცესის მანძილზე ალბათ ყველაზე უფრო პროდუქტიული და შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა,“ თქვა მან.
მისი სიტყვებით, მათ მოეპოვებათ „პროდუქტი“, რომელიც შეიქმნა ყველა დაინტერესებული მხარის „წინადადებების საფუძველზე“ და „კარგ პროგრესს მიაღწიეს“ მასში შესულ პუნქტებზე მუშაობისას.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ამჟამად სწავლობენ „ჩვენთვის შემოთავაზებულ რამდენიმე წინადადებას“ და შეაქვთ შესწორებები, რათა მიუახლოვდნენ იმას, რაც ხელს აძლევს საც და აშშ-საც.
რუბიოს სიტყვებით, არის განტოლების რუსული მხარეც, მაგრამ მოლაპარაკებებზე შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ „საკმაოდ არსებითი მოსაზრებები“ მოეპოვებათ იმის შესახებ, თუ რა არის მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი.
ჯერ კიდევ უნდა გავწიოთ გარკვეული მუშაობაო, თქვა ბოლოს რუბიომ.
უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა. მან თქვა, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიულია და საქმე წინ მიიწევს „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ“.
ამავე დროს მან მადლიერება გამოუხატა აშშ-ს და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ერმაკის ამ განცხადების ფონი იყო ტრამპის მხრიდან ს კრიტიკა. კვირას, ჟენევის მოლაპარაკებების მსვლელობისას აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოცქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობას არავითარი მადლიერება არ გამოუხატავს.
ერმაკის თქმით, მისი დელეგაცია დღეს და მომდევნო დღეებში აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს ერთობლივ წინადადებებზე.

ასევე დაგაინტერესებთ