ზურაბ ფარჯიანი – თუ რუსეთმა გაიმარჯვა, დრო და რესურსი დარჩება, რომ სხვა ქვეყნებს მიხედოს, მათ შორის საქართველოს – ახლა არც ა იმ მდგომარეობაში, რომ ომზე უარი თქვას და არც ა იმ სიტუაციაში, რომ კაპიტულაციას დათანხმდეს – შეთანხმების არ მჯერა

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ში ომი არ დასრულდეს ს გამარჯვებით – რუსეთმა თუ მიაღწია უკრაინაში გამარჯვებას, მით უმეტეს სტრატეგიულ დონეზე, ყველა ვარიანტში დარჩება ძალიან ბევრი დრო და რესურსი, რომ სხვა ქვეყნებს მიხედოს, მათ შორის საქართველოს,- ამის შესახებ ყოფილმა დიპლომატმა, ზურაბ ფარჯიანმა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის გამარჯვება გაართულებს მდგომარეობას, მათ შორის „ქოცებისთვისაც“.
„ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უკრაინაში ომი არ დასრულდეს რუსეთის გამარჯვებით. შესაძლოა, არც რუსეთის მარცხით დასრულდეს, მაგრამ ჩვენთვის რუსეთის გამარჯვება გაართულებს მდგომარეობას, მათ შორის „ქოცებისთვისაც“.
რუსეთმა თუ მიაღწია უკრაინაში გამარჯვებას, მით უმეტეს სტრატეგიულ დონეზე თუ მიაღწია გამარჯვებას, ყველა ვარიანტში დარჩება ძალიან ბევრი დრო და რესურსი, რომ სხვა ქვეყნებს მიხედოს, მათ შორის საქართველოს. უკრაინის წაგება არავის აწყობს, რა პოზიციას არ უნდა გქონდეს, არ გაწყობს“,- აღნიშნა ზურაბ ფარჯიანმა.
ამასთან, მან -ის „სამშვიდობო გეგმაზეც“ ისაუბრა და განმარტა, რომ ეს არ არის პირველი „სამშვიდობო გეგმა“ და შესაძლოა არც უკანასკნელი იყოს. მისივე თქმით, არც რუსეთი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ომზე უარი თქვას და არც უკრაინაა იმ მდგომარეობაში, რომ კაპიტულაციას დათანხმდეს.
„უკრაინაში რთული მდგომარეობა არის 2022 წლის თებერვლის ბოლოდან მოყოლებული. არც მომავალ შაბათს არ შეიძლება იყოს სიცხადე, თუნდაც ეს „სამშვიდობო გეგმა“ არ არის პირველი გეგმა, მერამდენეა?! უამრავი გეგმა, მცდელობები იყო. ეს არ არის პირველი სამშვიდობო გეგმა, შესაძლოა არც უკანასკნელი იყოს. საკმაოდ რთული ვითარებაა ფრონტზე: ზაპოროჟიეში, კუპიანსკთან, პოკროვსკ-მირნოგრადის მიმართულებით. ომი მისულია გამოფიტვის ფაზამდე. გამოფიტვის დროს მნიშვნელოვანია რომელი მხარე გამოიფიტება. გერმანიამ, პირველ მსოფლიო ომში ისე წააგო, მოწინააღმდეგეს მის ტერიტორიაზე ფეხი არ დაუდგამს. გერმანია დამარცხდა გამოფიტვის ომში, ქვეყანა დაიშალა. პუტინს ვუსმინე და გეგონებოდა აიღეს 3 დღეში და გაზმანოვმა კონცერტი ჩაატარა. რუსების წარმატება ს აღებიდან დავიდა მირნოგრადამდე და პოკროვსკამდე. ეს არის გამოფიტვის ომი, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, რუსეთის ეკონომიკა, რესურსები როდის გამოიფიტება არავინ იცის. ფრონტის ჩამოშლის საფრთხე არცერთ მხარეს არსებობს, ამ დიდ ხორცსაკეპში იმდენად ბევრი რუსიც ნადგურდება, რომ მობილიზაციის ის ტემპი, რაც აქვთ, შესაძლოა არ ეყოთ. არც რუსეთი არ არის ისეთ მდგომარეობაში რომ ომზე უარი თქვას და არც უკრაინაა იმ მდგომარეობაში რომ კაპიტულაციას დათანხმდეს. სამწუხაროდ, ეს ომი ალბათ, რომელიმე მხარის უპირობო მარცხით დასრულდება. მე არ მჯერა [შეთანხმების],- აღნიშნა ზურაბ ფარჯიანმა.