მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან უნდა წასულიყვნენ, მეტროს საშუალებით „მარჯანიშვილისკენ“ მიემართებიან

დაანონსებული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბნენ, „მარჯანიშვილის“ მეტროსადგურისკენ მეტროს საშუალებით მიემართებიან, საიდანაც შემდეგ მსვლელობას გამართავენ.
მეტროსადგურში ისმის შეძახილები: „ცეცხლი ოლიგარქიას”, „ბოლომდე”.
ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა ქუჩებზე გამართავენ მსვლელობას.
აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 21:00 საათზეა დაგეგმილი. მოქალაქეები პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბებიან – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ