– უკრაინის „ხელმძღვანელობას“ ჩვენი ძალისხმევისთვის მადლიერება არ გამოუხატავს და ევროპა დან ნავთობის ყიდვას აგრძელებს – ეს ომი -ისა და უკრაინის ძლიერი და შესაფერისი ხელმძღვანელობის პირობებში არასდროს მოხდებოდა

უკრაინის „ხელმძღვანელობას“ ჩვენი ძალისხმევისთვის მადლიერება საერთოდ არ გამოუხატავს და ევროპა დან ნავთობის ყიდვას აგრძელებს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთსა და ს შორის ომი ძალადობრივი და საშინელია, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის ძლიერი და შესაფერისი ხელმძღვანელობის პირობებში არასდროს მოხდებოდა. ეს იქამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე მე თანამდებობას მეორე ვადით დავიკავებდი, მძინარე ს ადმინისტრაციის დროს და შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. 2020 წლის რომ არ გაყალბებულიყო, -რუსეთის ომი არ მოხდებოდა. პუტინი თავდასხმას არასდროს განახორციელებდა“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, „მემკვიდრეობით მიიღო ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“.
„ომი, რომელიც ყველასთვის წამგებიანია, განსაკუთრებით მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც უაზროდ დაიხოცნენ. აშშ ნატო-სთვის დიდი რაოდენობით იარაღის მიყიდვას აგრძელებს, რათა უკრაინაში განაწილდეს (თაღლითმა ჯომ ყველაფერი უფასოდ გასცა, მათ შორის „ბევრი“ ფული!)“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.