24 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის სარჩელს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ

ხვალ, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის სარჩელს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. სარჩელით ამაღლობელის ადვოკატები „ქართული ოცნების“ ლიდერისგან საჯაროდ მოითხოვენ მის მიმართ გავრცელებული „ცრუ და ცილისმწამებლური“ განცხადებების უარყოფას.

ადვოკატების თქმით, კობახიძის მიერ გავრცელებული მტკიცებები – მათ შორის, თითქოს ამაღლობელმა „პოლიციელს სტიკერი მიაკრო“, „დაკვეთით მოქმედებდა“ ან ცდილობდა „ქართული პოლიციის დაკნინებას“ – არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, აძლიერებს საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობებს და სასამართლოზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ქმნის.

სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძე განიხილავს.

18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია: ავაზაკმა ქართულმა ოცნებამ გაძარცვა ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, სცემა მოსახლეობას, მათი მოღვაწეობიდან გამომდინარე, უამრავი ქართველი წასულია ემიგრაციაში ევროპაში და მათაც სამოქალაქო უფლებებს უზღუდავენ

“ლიდაზე იძალადეს, აქვს დაზიანებები. დააკავეს ტროტუარზე, ჩატენეს მანქანაში, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აჩვენებდნენ სხვის დაწერილ ფეისბუქ პოსტს და აგინებდნენ, ეს რამ დაგაწერინაო