მეორე ბუნდესლიგის მეცამეტე ტურში „ნიურნბერგმა“ საკუთარ მოედანზე „არმინიას“ 2:0 მოუგო.
მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ერთფეროვნად და უხიფათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ „ნიურნბერგმა“ ზეწოლა გააძლიერა, ორი უპასუხო გოლი გაიტანა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
მასპინძელთა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ბევრი ორთაბრძოლა მოიგო და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.9, whoscored 7.8, sofascore 7.8.
მან მიმდინარე ჩემპიონატის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
„ნიურნბერგი“, რომელიც აუტსაიდერთა შორის იყო და მის მწვრთნელს მიროსლავ კლოზეს გადაყენებას უპირებდნენ, ბოლო 6 მატჩიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა 18 ქულით მეცხრე ადგილზეა და 29 ნოემბერს გასვლაზე „მაგდებურგს“ დაუპირისპირდება.
ნიურნბერგი – არმინია 2:0
გოლები: 1:0 ლიუბახი, 2:0 ბეკერი (56)
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ჰავრთან” მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ვილიარეალმა” “მალიორკა” დაამარცხა
[VIDEO] “კვარას” საგოლე პასი – პსჟ-მ გაიმარჯვა და ლიდერია
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო – “ნიურნბერგი” სახლში “ჰერტასთან” განადგურდა
ლოჩოშვილის “ნიურნბერგმა” დიუსელდორფში გაიმარჯვა
ეროვნული ლიგა. XIII ტური: “დინამომ” “სამტრედიას” ბოლო წუთზე მოუგო
დათოვლილი “ალიანც არენის” მინდორზე “ბაიერნმა” “არმინიასთან” ფრეს მიაღწია – 3:3
“ნიურნბერგმა” მოიგო – ლოჩოშვილი შემდეგ მატჩს გამოტოვებს
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი – “ნიურნბერგმა” გამარჯვება ხელიდან გაუშვა
არის პირველი გამარჯვება – ლოჩოშვილის “ნიურნბერგმა” როგორც იქნა მოიგო
“სიტი” ედერსონის დუბლიორად გერმანელ მეკარეს იმატებს
[VIDEO] ლოჩოშვილის მოპოვებული პენალტით “ნიურნბერგმა” “კაიზერსლაუტერნთან” ფრეს მიაღწია




