ზუგდიდის რაიონ სოფელ ორულუში ხანძრის შედეგად 92 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ცეცხლი სახლს გაუჩნდა და ხანძრიდან მამაკაცის გამოყვანა ვერ მოხერხდა.
ხანძრის მიზეზად ძველი ელექტრო გაყვანილობა სახელდება. ადგილზე, სახანძრო- სამაშველო და პირველადი დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.




