21 ნოემბერს აქციაზე დაკავებულ სამ ადამიანს გირაო შეეფარდა

21 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებულ თამუნა გიორგაძეს, მურმან შელიასა და ირაკლი ფიფიას საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო და სამივე დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
თამუნა გიორგაძეს 3500-ლარიანი, მურმან შელიას 2000-ლარიანი, ხოლო ირაკლი ფიფიას 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.