მოსკოვის ოლქში დრონებით იერიშის შედეგად იწვის შატურის ელექტროსადგური

მოსკოვის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი იტყობინება, რომ უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა შატურის სახელმწიფო რაიონულ ელექტროსადგურში.
საგანგებო ვითარებათა სამინისტროში დააზუსტეს, რომ ცეცხლი წაეკიდა ოთხ ტრანსფორმატორს. მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადრე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ორი დრონი, რომლებიც დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდნენ.
Astra-მ მოახდინა თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრების გეოლოკაცია.
ჟურნალისტების თანახმად, იწვის 1500 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადგური. ეს ს ერთ-ერთი უძველესი ელექტროსადგურია: ის 1920 წელს აშენდა „გოელროს“ გეგმის რეალიზაციის დროს. სადგური მონაწილეობს მოსკოვის ოლქის ელექტროენერგიითა და გათბობით უზრუნველყოფის სისტემაში.
ს თავდაცვის სამინისტროს გამოთვლით, წუხელ საერთო ჯამში ჩამოგდებულია და დაჭერილია 75 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
ფორუმი