შეცდომების გარეშე არცერთი მმართველობა არ ხასიათდება, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ გამონაკლისი ვერ იქნებოდა. არსებობდა კონკრეტული პრობლემები მართლმსაჯულების სფეროში, სასამართლო სისტემაში, თუმცა ვერ დაჩრდილავს ვერცერთი პრობლემა იმ საერთო უდიდეს ნახტომს, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა – ქვეყნის ბიუჯეტი როგორ გაიზარდა, გზები როგორც გაკეთდა, საგანმანათლებლო პროექტები როგორ განხორციელდა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გეგმა არის წინააღმდეგობაში დარჩენა, ვინაიდან „წინააღმდეგობაში ყოფნა არის ის, რაც სისტემას ასუსტებს“.
„რა თქმა უნდა, შეცდომების გარეშე არცერთი მმართველობა არ ხასიათდება. მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ ფიზიკურად გამონაკლისი ვერ იქნებოდა. არსებობდა კონკრეტული პრობლემები მართლმსაჯულების სფეროში, სასამართლო სისტემაში, თუმცა ვერ დაჩრდილავს ვერცერთი პრობლემა იმ საერთო უდიდეს ნახტომს, რაც ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა. ქვეყნის ბიუჯეტი როგორ გაიზარდა, გზები როგორც გაკეთდა, საგანმანათლებლო პროექტები როგორც განხორციელდა, ევროპული ინტეგრაციის გზაზე როგორ მივდიოდით წინ, რამდენად მიმზიდველი გახდა საქართველო. რაც არ უნდა ხარვეზები და შეცდომები ყოფილიყო, საბოლოო ჯამში, ეს იყო წარმატების და წინსვლის პერიოდი საქართველოს უახლოეს პერიოდში და ამიტომ ებრძვიან მას და არა სხვა მიზეზების გამო.
გეგმა არის წინააღმდეგობაში დარჩენა. წინააღმდეგობაში ყოფნა არის ის, რაც სისტემას ასუსტებს, რაც ოლიგარქიული სისტემის დამარცხების შანსებს გვიზრდის. დელეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ ერთადერთი ინსტრუმენტია მსგავსი ტიპის რეჟიმების დასამარცხებლად“,-აღნიშნა ფავლენიშვილმა.




