დნიპროში 15 ადამიანი დაშავდა რუსული დრონების იერიშის შედეგად

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით 23 ნოემბერს გამთენიისას რუსმა ჯარებმა უკრაინის მიმართულებით 98 მოიერიშე დრონი გაუშვეს, რომელთაგან 69 იქნა ჩამოგდებული. 12 ადგილას დაფიქსირდა 27 აფეთქება.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვლადისლავ გაივანენკოს თქმით, დნიპროში რუსული დრონი საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს აფეთქდა. 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2014 წელს დაბადებული გოგონა. სამი ადამიანი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.
იერიში განხორციელდება ნიკოპოლსა და სინელნიკის რაიონზეც. მაშველების ცნობით, დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის 14 და 16 წლის მოზარდები.
22 ნოემბრის ღამით ს არმიამ დრონების იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კვარტალზე, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.
დრონი შეეჯახა საცხოვრებელ კორპუსში მდებარე მაღაზიის შესასვლელს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ძალიან დიდი გზაგასაყარზე ვართ – თუ არ გვინდა, მეხსიერება გაგვინადგურონ, მენტალიტეტი გამოგვიცვალონ და საბოლოოდ გაგვანადგურონ, ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ, ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძე

გიორგი ბარამიძე – მიუხედავად საქართველოში მძვინვარე რუსული ბანდის მცდელობისა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეა, ყოველთვის იარსებებს – ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს შეცდომები, მაგრამ იმ ფონზე, რაც ხდება, ჩანს, რა გააკეთა „ვარდების რევოლუციამ“

ირაკლი ფავლენიშვილი – შეცდომების გარეშე არცერთი მმართველობა არ ხასიათდება, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ – რაც არ უნდა ხარვეზები ყოფილიყო, საბოლოოდ, ეს იყო წინსვლის პერიოდი და ამიტომ ებრძვიან მას – გეგმა არის წინააღმდეგობაში დარჩენა