ფრიდრიხ მერცი: ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის უპირობო თანხმობით

„მინდა აბსოლუტურად ნათლად განვაცხადო: ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის უპირობო თანხმობით. ომების დასრულება მსხვილი სახელმწიფოების მიერ მეომარი ქვეყნების შუამავლობით შეუძლებელია. ეს ომი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ უკრაინის, ჩვენი და ევროკავშირის თანხმობით, რადგან ეს არის ომი ევროპის კონტინენტზე. იმის მიხედვით, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, შედეგები მოჰყვება ევროპის უსაფრთხოებას. თუ წააგებს ამ ომს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება მთელი ევროპის კონტინენტისთვის – აცხადებს გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.
[…]
„ჩემს წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტ ტრამპთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი მქონდა. მე მას ჩვენი პოზიცია ნათლად გავუზიარე და კიდევ ერთხელ შევახსენე ს მიერ ბუდაპეშტის მემორანდუმის მოგვარების შესახებ. იმ დროს რუსეთს უკვე ჰქონდა აღებული ვალდებულება უკრაინის მიმართ. როდესაც კიევმა უარი თქვა იარაღის
დიდ არსენალზე, მათ შორის, ბირთვულ იარაღზე მოსკოვმა პირობა დადო, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აღიარებდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, მან ეს ვალდებულება დაარღვია. სწორედ ამიტომ, ახლა უსაფრთხოების სხვა გარანტიები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სხვა, უფრო საიმედო შეთანხმებები უნდა იყოს მიღწეული“ – განაცხადა ფრიდრიხ მერციმ.