რუბიომ უარყო სენატორების მტკიცება, თითქოს 28-პუნქტიანი გეგმის ავტორი რუსეთია

-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ში მშვიდობის დამყარების 28-პუნქტიანი წინადადების ავტორი შეერთებული შტატებია.
„ის შემოთავაზებულია, როგორც მიმდინარე მოლაპარაკებების მყარი ჩარჩო. ის ეფუძნება რუსული მხარის პოზიციას, თუმცა, ის ასევე ეფუძნება უკრაინის წინა და მიმდინარე პოზიციას“, – დაწერა რუბიომ X-ზე.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის დასრულების 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა – არა შეერთებულმა შტატებმა, არამედ რუსეთმა შექმნა. მათ ასევე განაცხადეს, რომ -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ წინადადებისგან დისტანცირება გადაწყვიტა.
„ეს ჩვენი რეკომენდაცია არ არის. ეს ჩვენი სამშვიდობო გეგმა არ არის“, – განაცხადა სენატორმა მაიკ რაუნდსმა, ხოლო მისმა კოლეგამ, ანგუს კინგმა, სამშვიდობო წინადადებას „არსებითად რუსების სურვილების სიას“ უწოდა.
სენატორების თქმით, რუბიომ მათ განუცხადა, რომ სამშვიდობო გეგმა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს რუსებმა გადასცეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა სენატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარი უწოდა.
„როგორც მდივანი რუბიო და მთელი ადმინისტრაცია განუწყვეტლივ ამტკიცებდნენ, ეს გეგმა შეიმუშავა შეერთებულმა შტატებმა, როგორც რუსების, ასევე უკრაინელების მონაწილეობით“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერილი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ს აიძულებს, დათმოს დამატებითი ტერიტორიები, შეამციროს თავისი შეიარაღებული ძალების ზომა და დასთანხმდეს, რომ არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა – შემომწირველებში ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები

ალექსანდრე დარახველიძე დაკავებულ ჟურნალისტზე – დაწესებულებაში შესახლებისას შემოწმება მოიცავს გაშიშვლებას, რომ თუ სხეულზე დაზიანება არსებობს, აღიწეროს – რაც შეეხება დაკავებას, ადგილი ჰქონდა პოლიციის დაუმორჩილებლობას

ირაკლი ქადაგიშვილი – სამშვიდობო გეგმა შედგენილია ფრონტზე არსებული მდგომარეობით, იმ მხარეს, რომელიც იმარჯვებს, გაცილებით მეტი პირობები აქვს ულტიმატუმის წაყენებისათვის – უკრაინისთვის არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის