კიტ კელოგი – ვფიქრობ, სამშვიდობო გეგმაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს – ასევე, გეგმაში არის პუნქტი ში ს ჩატარებაზე და ეს მნიშვნელოვანია

ვფიქრობ, სამშვიდობო გეგმაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინი ცვლილებების შეტანას მოითხოვს. ვფიქრობ, რუსეთი მოთხოვნებს წამოაყენებს და დოკუმენტში ცვლილებების შეტანას მოითხოვს“, – განაცხადა კელოგმა.
ასევე, მისი თქმით, სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ში ს ჩატარებას ეხება, „მნიშვნელოვანია“.
„გეგმაში არის პუნქტი, რომელიც მნიშვნელოვანია და ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდება. საკმაოდ მკაფიოდ წერია, რომ უკრაინამ არჩევნები 100 დღის განმავლობაში უნდა ჩაატაროს. იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებსაც მე ვესაუბრე, ამის გაკეთება 90 დღის განმავლობაშიც შეიძლება. ვფიქრობ, არჩევნები უნდა ჩაატარონ, რადგან ეს უკრაინელ ხალხსა და თავისუფალ სამყაროს დაარწმუნებს. ეს გეგმის ერთ-ერთი პირობაა“, – აღნიშნა კელოგმა.