„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 ადამიანი შეიწყალა.
შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო და 34 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო ერთს ნასამართლობა მოეხსნა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, — ნათქვამია ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხხადებაში.




