პოლიციამ აჭარაში ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი პირი – თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული დ.ქ. დააკავეს.
-ის ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ის აღნიშნული დანაშაულისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან იძებნებოდა. პოლიციამ დ.ქ. ბათუმში დააკავა.
დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ