ვენესუელასთან დაკავშირებით ახალ ოპერაციებს დაიწყებს

აშშ ვენესუელასთან დაკავშირებით ახალ ოპერაციებს დაიწყებს, – ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მთავრობაზე ზეწოლის გაძლიერების ფარგლებში, ოპერაციების ახალი ფაზის დაწყებისთვის ემზადება.
თუმცა, Reuters-ი წერს, რომ ახალი ოპერაციის მასშტაბები და მოსალოდნელი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ მადუროს წინააღმდეგ ახალი მოქმედებების პირველი ნაწილი, სავარაუდოდ, ფარული ოპერაციები იქნება.
„პრეზიდენტი ტრამპი მზადაა ამერიკული ძლიერების ყველა ელემენტი გამოიყენოს, რათა ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანა შეაჩეროს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.