“ჩემს მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი გული და წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს, დღეს არ წაუგია” – ალექსანდრე თოფურიას კომენტარი გამარჯვების შემდეგ

გუშინ, 22 ნოემბერს, UFC 265-ზე, ალექსანდრე თოფურიამ ყაზახი ბეკზატ ალმახანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ მედიასთან ისაუბრა.
“თავს დიდებულად ვგრძნობ, ახლავე შემიძლია შევიდე და კიდევ ერთი ორთაბრძოლა ჩავატარო. ღმერთს ყოველ დილით ვთხოვ, რომ მომცეს ძალა, გავუძლო წინააღმდეგობებს. დღეს საკმაოდ მძიმე 15 წუთი მქონდა. ჩემს მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი გული და წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს, დღეს არ წაუგია, ეს უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ორთაბრძოლაა.
MMA ურთულესი სპორტია, ამიტომ მადლიერი და ბედნიერი ვარ, რომ ბრძოლა გამარჯვებით დავასრულე. თავდაპირველად გამიჭირდა და საკუთარი თავით კმაყოფილ იარ ვიყავი, თუმცა თანდათან ყველაფერი გავაუმჯობესე. მომთმენი ვიყავი და ამან გაამართლა.
რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა დაიჯერო, რომ ყველაფერი შეგიძლია. ასევე გარშემო უნდა გყავდეს ადამიანები, რომლებსაც შენი სჯერათ. მინდა ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრო, როგორითაც დღეს ვცხოვრობ”, – განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ.
ალექსანდრე თოფურიას ანგარიშზე MMA-ში 7 გამარჯვება და 1 მარცხია, მან UFC-ში სადებიუტო ბრძოლა თებერვლის თვეში გამართა და ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი – “ორლანდო მეჯიქმა” ნიუ იორკ ნიქსი” დაამარცხა
მეორე ბრძოლა UFC-ში – ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია
[VIDEO] ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება – ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა
ალექსანდრე თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვება აჭარულის ცეკვით აღნიშნეს [VIDEO]
“დიდად ვერ გამაოცა” – UFC-ის მებრძოლები ალექსანდრე თოფურიას დებიუტზე
“ქართულ სიმღერაზე ვფიქრობდი” – რატომ აირჩია თოფურიამ “გლადიატორის” საუნდტრეკი [პრესკონფერენცია]