რუსეთმა დნეპროს დაარტყა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
იერიშის შემდეგ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, სადაც ათობით მეხანძრე და მაშველი მუშაობდა.
რუსებმა ოლქს დრონებით შეუტიეს. 15 დრონი გამოვიჭირეთ და გავანეიტრალეთ, თუმცა ტერორის შედეგები მაინც არსებობს, – აცხადებს დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
ასევე იუწყებიან, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის ვასილკივსკას და ზაიცევსკას თემებში განახორციელებული თავდასხმების შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.




