მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა 49 მსჯავრდადებული პირი

უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო და 34 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო ერთ პირს მოეხსნა ნასამართლობა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ყაველაშვილმა 613 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა 2025 წლის დასაწყისშიც მაშინ შეწყალების აქტი ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამოიცა.
2022 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ 9 389 პატიმარი იყო.
შეწყალების წესი 2019 წელს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეცვალა. გაუქმდა შეწყალების კომისია, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდადებულის შეწყალების საქმეს განსახილველად ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური.
ყოფილი ფეხბურთელი და ულტრამემარჯვენე „ხალხის ძალის“ დამფუძნებელია. მისი საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია 2024 წლის ბოლოს, პირველი არაპირდაპირი არჩევნების შედეგად მოხდა. პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატად ის პირადად „ქართული ოცნების“ მილიარდერმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა და 14 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაში, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობდა, მიხეილ ყაველაშვილს მხარი დაუჭირა პროცესში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის 225-დან 224-მა წევრმა.
ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მე-6 პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას არ ცნობენ მე-5 პრეზიდენტი , ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი. ყაველაშვილი იყო სადავო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი 2023 წელს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა