ბექა : ხელისუფლება რომ კონტრაქტს არ ასაჯაროებს, რა ფულია ეგ? ვინმეს შეუძლია მაგის გადამოწმება? აფხაზებმა თავი გაიგიჟეს რუსებზე მიწას არ გავყიდით, რადგან რუსულ პასპორტიანი ქართველები იყიდიანო, მაგრამ…

ისტორიკოსი, პროფესორი ბექა :

საინტერესო ვიდეოა. ს საგადასახადო სამსახურის უფროსი, ვიაჩესლავ ეგოროვი მოხსენებას უკეთებს პუტინს. აქ ჩვენთვის საინტერესო საუბარი 5:25-დან იწყება. ეგოროვის განცხადებით, თუ 2021-ის ჩათვლით ტრანზაქციების 80% და ტვირთბრუნვის 70% დასავლეთის ქვეყნებზე მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი მთლიანად შებრუნდა და დასავლეთს, ორივე მაჩვენებელში, მხოლოდ 20% დარჩა. გადავაწყეთ ჩვენი ეკონომიკა და ახლა ტრანზაქციებში არაბთა გაერთიანებული ემირატები ლიდერობსო, სადაც გავიდნენ ჩვენი [დასანქცირებული] ბიზნესები და იქიდან ოპერირებენ და ინვესტირებენო. ტრილიონის ოდენობის რუსული ფული არის ემირატებშიო. ტრილიონი რუბლი დაახლოებით 12 მილიარდი დოლარია. ჰოდა, უცებ და რატომღაც, ემირატებიდან ჟულიკური რეპუტაციის მქონე კომპანიამ რომ გადაწყვიტა საქართველოში ინვესტირება და ხელისუფლება რომ კონტრაქტს არ ასაჯაროებს, რა ფულია ეგ? ვინმეს შეუძლია მაგის გადამოწმება? აფხაზებმა თავი გაიგიჟეს რუსებზე მიწას არ გავყიდით, რადგან რუსულ პასპორტიანი ქართველები იყიდიანო, მაგრამ ჩვენ მაგდენი თავმოყვარეობა არ გვაქვს ეს კითხვა დავსვათ? ჯერ რომ ჟულიკური რეპუტაციის არაბული კომპანია საიდუმლო პირობებით შემოდის და ათასობით საკუთარი მოქალაქე უნდა შემოიყვანოს, მერე კიდევ ამ არაბულ ემირატებში 12 მილიარდი დოლარი რუსული ფული რომ დევს და ოპერირებს, როგორც “არაბული” ბიზნესი. მშვიდი ძილი.