სალიას პასუხი: მატლი საკვებში შემხვდა იტალიურ რესტორანშიც (ვიდეო)

მატლი საკვებში შემხვდა იტალიურ რესტორანშიც – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია იმ ბრალდებებს, რომლებზეც პატიმრები ღიად სუბრობენ.

საუბარია მატლიან საკვებსა და გაფუჭებულ საკვებზე, რომელზეც ციხეთა სისტემაში მოთავსებული ადამიანები მიუთითებენ.

“ერთეული შემთხვევები მაღალი კლასის რესტორანშიც შეიძლება მოხდეს, ყველა ვყოფილვართ საზღვარგარეთ, მე მაგალითად, რომში, რესტორანში შემხვედრია საკვებში მატლი და ოფიციანტმა მითხრა, რა მოხდა, ნატურალური არისო”- უთხრა სალიამ “შაბათის ეთერს”. 

“ქართული ოცნების” მთავრობის წევრი ირწმუნება, რომ ციხეში არსებული მდგომარეობის გაშუქებით “ტვ პირველი” შავ პიარს აგორებს პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ. სალია არხს იმასაც კი აბრალებს, რომ პატიმრები   წერილებს, სადაც საპატიმროში არსებული მძიმე პირობებია აღწერილი, ჟურნალისტების მოთხოვნით აგზავნიან.

თქვენი ტელეკომპანიის მიერ აგორებულია შავი პიარი პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ. რამდენ გადაცემაში ხვდება სიუჟეტები ციხის თემებზე, რომ მანდ რაღაც ისეთი ხდება, რიომელიც როგორც თქვენ ამბობთ, ამ ხელისუფლების დაპირების საპირისპიროა. არაფერს მსავს ადგილი არ აქვს”- თქვა სალიამ. 

ტალახიანი ბოსტნეული და მატლიანი თევზი ციხის  ერთადერთი პრობლემა არ არის – ადვოკატების მონაყოლის თანახმად, გლდანის მერვე დაწესებულების ზოგიერთ  კორპუსში საკანში წყალი ჩადის, ცივა, მრავლად არიან ტარაკნებიც.

უფლებადამცველების ინფორმაციით, თავისუფლება აღკვეთილი პირები ვერ იღებენ დროულ სამედიცინო მომსახურებას. მედიკოსების დეფიციტის გამო პატიმრები კვირებით, ზოგჯერ თვეების განმავლობაში არიან ექიმის რიგში.

ვინ არის პასუხისმგბეელი პენიტენციურ დაწესებულებაში მინიმალური სტანდარტების დაცვაზე? “ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრს ამტკიცებს, რომ ყველაფერი იდეალურადააა. პატიმრები დღეში სამჯერ იკვებებიან და  სპეციალისტების მიერ განსაზღვრული კალორაჟით.

ამ ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ   პატიმართა კვებისთვის იუსტიციის სამინისტრო  192 მილიონიან ტენდერს აცხადებს. ეძებენ კომპანიას, რომელიც  2026 –  2028 წლებში უზრუნველყოფს  ციხეთა სისტემაში კვების სერვისის მიწოდებას. ჩამონათვალშია 14 პენიტენციური დაწესებულება, მათ შორისაა გლდანის მერვე საპატიმრო.

ყველაზე საინტერესო დოკუმენტაციაში თან დართული მენიუა. აქ ისიც კი წერია, რომ კერძების მომზადებამდე სავალდებულოა პროდუქტების გარეცხვა. ასევე მითითებულია ხორცის დამუშავების წესები. გააწერელია, როგორ უნდა მოიხარშოს ესა თუ ის პროდუქტი და რა თანმიმდევროით უნდა ჩაყარონ ბოსტნეული  მოსახარშად ასეთი დეტალიზაცია გვაფიქირებინეს, რომ სკანდალის ფონზე სისტემა იძულებული გახდა მიმწოდებელ კომპანიას ახალი მოთხოვნები წაუყენოს. ვინ კვებავდა ააქამდე ციხეებს? კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე ამბობს რომ ეს ილი ჯგუფია.