პარლამენტთან, ასევე მსვლელობის მიმდინარეობისას, სამართალდამცავებმა ჯამში 8 პირი დააკავეს

პარლამენტთან, ასევე მსვლელობის მიმდინარეობისას, სამართალდამცავებმა ჯამში 8 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც სამართალდამცავებმა აქციის 2 მონაწილე დააკავეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს და ინგოროყვას ქუჩისკენ გაემართნენ, სადაც მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. აქციის 6 მონაწილე კი პოლიციამ მსვლელობისას დააკავა.
ამის შემდეგ მომიტინგეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ და ადგილზე გააგრძელეს პროტესტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს