CNN – და „სამშვიდობო გეგმაზე” შეხვედრას ჟენევაში გამართავენ

აშშ და „სამშვიდობო გეგმაზე” შეხვედრას ჟენევაში გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, -ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი და მისი გუნდი დღეს, 22 ნოემბერს, ჩავიდნენ ჟენევაში, სადაც უკრაინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გამართავენ მშვიდობისთვის შემდგომ ნაბიჯებზე.
ასევე, წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ჟენევაში მოლაპარაკებებს ხვალ, 23 ნოემბერს, შეუერთდებიან. შეხვედრების მიზანია ზელენსკისა და ტრამპის დაგეგმილ შეხვედრამდე ფორმულირებების შეთანხმება.
წყარომ აღნიშნა, რომ რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის შეხვედრა უკვე დაგეგმილია და “მალე შედგება”, თუმცა ჟენევაში არა. წყარომ უარი თქვა დაკონკრეტებაზე როდის და სად შედგება აღნიშნული შეხვედრა.
CNN-ის დიპლომატიური წყაროს ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ასევე მიემგზავრებიან ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე.