რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი მომიტინგე დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი მომიტინგე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ლიდა ცომაია. რა გახდა აქციის მონაწილის დაკავების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე პარლამენტის წინ პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სოფო მარკოზია დააკავეს.
აქციის მონაწილეებმა პერფორმანსიც გამართეს. მათ ადგილზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ასევე, მომიტინგეებმა ხმოვანი სათამაშოები მიიტანეს. აქციის მონაწილეებმა აღნიშნულით დაკავებულ დემონსტრანტს, ვანო სხირტლაძეს გამოუცხადეს სოლიდარობა, რომელსაც დღეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ის ორი დღის წინ, რუსთაველზე სწორედ მსგავსი სათამაშოთი გადაადგილდებოდა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
“რეჟიმს ეშინია სათამაშოების”, “რეჟიმს ეშინია პროტესტის”, “პოლიციელებს ეშინიათ ჭყვიტინა სათამაშოების”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.