პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან ინგოროყვას ქუჩისკენ გაემართნენ, თუმცა ქუჩასთან პოლიციის კორდონი დახვდათ და უკან დაბრუნდნენ. ინგოროყვას ქუჩასთან პოლიციელებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
მსვლელობის მონაწილეებს პოლიციის თანამშრომლებიც მიჰყვებიან.




