დასავლელი ლიდერები: უკრაინის შესახებ -ის გეგმას დამუშავება სჭირდება

ევროპისა და დასავლეთის სხვა ლიდერების განცხადებით, -ის მიერ შემუშავებული უკრაინის სამშვიდობო გეგმა წარმოადგენს საფუძველს მოლაპაკებებისთვის ს მიერ წარმოებული ომის დასასრულებლად, თუმცა პროექტი “დამატებით დამუშავებას” სჭიროებს.
ეს განცხადება, რომელიც დიდი ოცეულის (G20) სამიტისას, შაბათს გაკეთდა, არის ნაწილი დასავლეთის ძალისხმევისა სთვის უფრო ხელსაყრელი შეთანხმების შესამუშავებლად ხუთშაბათისთვის დაწესებულ ბოლო ვადამდე – იუწყება სააგენტო როიტერსი.
იოჰანესბურგში მიმდინარე G20-ის სამიტის პარალელურად, ევროპის და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების ლიდერები ცდილობდნენ კოორდინირებული პასუხის შემუშავებას აშშ-ის პრეზიდენტის, ს მოთხოვნაზე, რომ მის მიერ წარმოდგენილ 28-პუნქტიან გეგმას ხუთშაბათამდე უნდა დათანხმდეს.
ლიდერების შეთანხმდნენ, რომ E3-ის ფორმატის, ანუ საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის მრჩევლები ეროვნული უშიშროების საკითხებში კვირას ჟენევაში შეხვდებიან ევროკავშირის, აშშ-ის და უკრაინის ოფიციალურ პირებს, მოლაპარაკების გასაგრძელებლად. როიტერსი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაზე თავის წარმომადგენელს იტალიაც გაგზავნის.
აშშ-ის გეგმას, რომელიც ს მთავარ მოთხოვნებთანაა შესაბამისობაში, მოზომილი კრიტიკა მოჰყვა ევროპის ბევრ დედაქალაქში – ლიდერები ცდილობდნენ დაბალანსებული პოზიციის გამონახვას ომის დასასრულებლად გაწეული ძალისხმევისთვის ტრამპის შექემასა და შეთანხმებაში სთვის მიუღებელი პირობების კრიტიკას შორის.
“28-პუნქტიანი გეგმის საწყისი პროექტი მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან ელემენტს, რომლებიც აუცილებელი იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის” – განაცხადეს ევროკავშირის, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, კანადის, ნიდერლანდების, ესპანეთის, ფინეთის, იტალიის, იაპონიისა და ნორვეგიის ლიდერებმა.
“გვწამს, რომ ეს პროექტი არის საფუძველი, რომელსაც დამატებითი დამუშავება დასჭირდება” – დასძენენ ისინი.