გარდაიცვალა კინოდოკუმენტალისტი გია ჭუბაბრია

88 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინოდოკუმენტალისტი გია ჭუბაბრია.
გია ჭუბაბრია იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ არტისტი, საქართველოს კინემატოგრაფიის პრიზის “ნატოს” მფლობელი, ალბერტ შვეიცერისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
გია ჭუბაბრიას გადაღებულ ფილმებს შორისაა: “თეთრი თორღვაი”, ომალო”, “ თეთრი ზღაპარი”, “ჟამი შეკრებად ქვათა”, “ადამიანი ხომალდები”, “ჩუქურთმის საგალობელი”, “კაცობრიობის შემოდგომა”, “ჩვენ ქურთები ვართ”, “ცეცხლში ნაწრთობნი”, “გზა თავისუფლებისაკენ?!”, “გაფითრებული თებერვლის ლანდი” და ა.შ.
ხშირად ის მის მიერ გადაღებული ფილმების სცენარის ავტორიც, ოპერატორიცა და ფილმის მუსიკალური გამფორმებელიც იყო.
ბილო ფილმი, რომელიც გია ჭუბაბრიამ გადიაღო, მარო მაყაშვილის შესახებ იყო.