უკრაინა კონსულტაციებს მართავს ომის დასრულების საკითხებზე

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ბრძანება უკრაინის დელეგაციის დანიშვნის თაობაზე -სთან, უკრაინის სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის.
დელეგაციას ხელმძღვანელობს პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი. წევრებს შორის არიან ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი, გენერალური შტაბის მეთაური, ანდრი გნატოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, ოლეჰ ივაშჩენკო და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერჰი კისლიცია.
უმეროვი ტელეგრამით წერს, რომ სამშვიდობო შეთანხმების პარამეტრების თაობაზე -ის წარმომადგენლებთან უკრაინის დელეგაციის მოლაპარაკება შვეიცარიაში გაიმართება. “ეს არის მორიგი ეტაპი დიალოგისა, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს და ის, უწინარესად, მოწოდებულია შემდეგი ნაბიჯების ხედვის შეთანხმებისკენ” – წერს ის.
სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკი, ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, ცდილობს ცვლილებების შეტანის მიღწევას აშშ-ის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაში. ცვლილებები უნდა მოესწროს 27 ნოემბრამდე – თარიღამდე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაასახელა ბოლო ვადად ამ გეგმის მიღებისთვის.
Bloomberg-ის თქმით, ევროპის ლიდერები ცდილობენ დრო მოიგონ უკრაინისთვის. კულუარულ განხილვებში აშშ-ის მოთხოვნებს უწოდებენ არა მოლაპარებას, არამედ ულტიმატუმს – უთხრეს წყაროებმა სააგენტოს.
ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები ცდილობენ ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ და შეარბილონ აშშ-ის მიდგომა, თუმცა აღიარებენ, რომ შემოთავაზებული გეგმა დარტყმას აყენებს თვეების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას ევროკავშირის კონსოლიდაციისთვის – ნათქვამია Bloomberg-ის პუბლიკაციაში.
ფორუმი