10 ათასზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი 45 ლარიანი დახმარების გაზრდას ითხოვს

დღეს, 16 ნოემბერს 10250 დან დევნილის ხელმოწერით პარლამენტში პეტიცია შეიტანა იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაციამ “ დევნილები დევნილებისთვის”. დევნილები ყოველთვიური 45 ლარიანი შემწეობის გაზრდას ითხოვენ.
“გამომდინარე დევნილთა საჭიროებებიდან, უამრავი გამოკითხვიდან, რომელიც ჩავატარეთ დევნილთა შორის, გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია და 2024 წლის ბიუჯეტში 45 ლარიანი შემწეობა გაუთანაბროთ საარსებო მინიმუმს, ასევე გთხოვთ, მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა (მათ შორის სახელფასო ზღვარი და საზღვრის კვეთა). ჩვენი ღრმა რწმენით სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს დევნილთა თემის სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე და არა მის დასუსტებაზე, – ვკითხულობთ პეტიციის ტესტში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს, ჯო უილსონს ხმარდება – ის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – ყველა პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, „დიფ სთეითის“ ქსელის წევრია, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესებით, არამედ “გლობალური ომის პარტიის” კარნახით მოქმედებს