რუსტემ უმეროვი – უახლოეს დღეებში შვეიცარიაში ვიწყებთ კონსულტაციებს მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით

უახლოეს დღეებში შვეიცარიაში ვიწყებთ კონსულტაციებს უკრაინისა და -ის მაღალჩინოსნებს შორის მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ პროცესს საკუთარი ინტერესების მკაფიო გაგებით უდგება.
„ეს დიალოგის კიდევ ერთი ეტაპია, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს და ძირითადად მიზნად ისახავს ჩვენი ხედვის ჰარმონიზაციას შემდეგი ნაბიჯებისთვის. ვაფასებთ ამერიკული მხარის ჩართულობას და მის მზადყოფნას არსებითი დისკუსიისთვის. გააგრძელებს პასუხისმგებლობით, პროფესიონალურად და თანმიმდევრულად მოქმედებას – როგორც ამას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს“, – წერს უმეროვი.