უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინის დელეგაციის შექმნის შესახებ, რომელიც შეერთებულ შტატებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.
დელეგაციის ხელმძღვანელად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი აირჩიეს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და მისი მოადგილე ევგენი ოსტრიანსკი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი, გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ოლეგ ივაშენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრ პოკლადი და ერმაკის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი.
რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:
უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.




