“აიაქსს” მინიმუმ ზამთრის შესვენებამდე ფრედ გრიმი გაწვრთნის

60 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ფრედ გრიმიმ “ექსელსიორთან” ერიდივიზიონის მორიგი მატჩის წინ განაცხადა, რომ კლუბის მწვრთნელად მინიმუმ ზამთრის შესვენებამდე დარჩება.
მანვე აღნიშნა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე გუნდმა ტექნიკური დირექტორი უნდა იპოვოს და ახალ დამრიგებელზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ.
შეხსენებისთვის, გრიმმა აღნიშნულ პოსტზე ჯონ ჰეიტინგა შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
“აიაქსს” ძალიან მძიმე სეზონი აქვს და ერედივიზიონის 13 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და ლიდერ პსვ-ს უკვე 11 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზეც საშინლად გამოდის და 4 ტურის შემდეგ უქულოთაა, რის გამოც ლიგის ფაზის 36 გუნდში ბოლო ადგილზე იმყოფება.
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, “ბრიუგესა” და” ბარსელონას” საბრძოლო ფრე და ზარია “სან სიროზე”
“შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს” – ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ლეგენდების მატჩში თბილისის “დინამომ” “აიაქსი” 5:2 დაამარცხა
უარი დაბრუნებაზე – ოვერმასმა და ტენ ჰაგმა “აიაქსის” წინადადება უარყვეს
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება – ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია