რუსეთში ტერორისტების სიას სხვა პირებთან ერთად დაუმატეს პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი

ს უწყება როსფინმონიტორინგმა “ტერორისტების და ექსტრემისტების” სიაში შეიყვანა პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი, ბიზნესმენი ევგენი ჩიჩვარკინი, ეკონომისტი სერგეი ალეკსაშენკო და პოლიტიკოსი მაქსიმ რეზნიკი.
ყველა მათგანი არის ორგანიზაცია “ს ომის საწინააღმდეგო კომიტეტის” წევრი და საზღვარგარეთ ცხოვრობს.
2025 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ კომიტეტის წევრთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების, ტერორისტული ჯგუფის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით.
გამოძიების თანახმად, კომიტეტის დამფუძნებელ დოკუმენტში არის განაცხადი “რუსეთის მოქმედი ხელისუფლების ლიკვიდაციის აუცილებლობაზე” – აღნიშნავს ტელეარხი “ნასტოიაშჩეე ვრემია”.
გარდა ამისა, გამოძიება ამბობს, რომ ორგანიზაციის მონაწილეები აფინანსებენ რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებულ “უკრაინის გასამხედროებულ ნაციონალისტურ დანაყოფებს”, აწარმოებენ გადაბირების სამუშაოს ამ ფორმირებებში პირთა გასაწევრიანებლად და შემდგომ ძალადობით ხელისუფლებაში მოსასვლელად რუსეთის ფედერაციაში.
“რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი” არის ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის საზოგადო მოღვაწეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დააარსეს 2022 წლის 27 თებერვალს – ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ჯგუფის მანიფესტის თანახმად, მისი მიზნები მოიცავს ომის გაჩერებას და წინააღმდეგობის გაწევას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმისთვის, რომელსაც ორგანიზაცია დიქტატორულად მიიჩნევს. ომის დაწყების შემდეგ მოძრაობის ბევრმა წევრმა რუსეთი დატოვა.
2024 წლის იანვარში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამ გაერთიანებას მიანიჭა ე.წ. არასასურველი ორგანიზაციის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთში მისი მოქმედება იკრძალება, ხოლო მასთან თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.