ბელარუსმა, დონალდ ტრამპსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა

ბელარუსმა, -ისა და ბელარუსის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა შეიწყალა უკრაინის 31 მოქალაქე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს“, – განუცხადა ლუკაშენკოს პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა სახელმწიფო ტელევიზიას.
მისი თქმით, შეწყალება, რომელიც უკრაინამ მოითხოვა, „-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმებების“ შედეგი იყო.
შეგახსენებთ, ტრამპმა ბელარუსს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა, სანაცვლოდ, ვაშინგტონმა ნაწილობრივ მოხსნა ბელარუსის სახელმწიფო გადამზიდავ „ბელავიასთვის“ დაწესებული სანქციები, რამაც მას საშუალება მისცა, მომსახურება გაეწია და შეეძინა ნაწილები თავისი ფლოტისთვის, მათ შორის „ბოინგის“ თვითმფრინავებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…