news.am-ის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დახურულ შეხვედრაზე 22 ნოემბერს პოლიტიკური ელიტის მონაწილეობით, ისაუბრა შიდა ლეგიტიმურობის გამყარებისა და ახალი კონსტიტუციის მიღების მნიშვნელობაზე.
„იარაღისა და ტექნიკის შეძენის შესაძლებლობები, თავდაცვის ტექნოლოგიებზე წვდომა მრავალჯერ გაიზარდა. პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია ჩვენი შიდა ლეგიტიმურობის გამყარება, რაც უნდა აისახოს ახალი კონსტიტუციის მიღებაში.“
აზერბაიჯანის პრეზიდენტს ხშირად გაუკეთებია განაცხადი, რომ სომხეთთან მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის კონსტიტუაციასა და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებები შევა და სომხეთს პრეტენზია აღარ ექნება ყარაბაღზე.




