ირაკლი ფავლენიშვილი – ძალიან სამარცხვინოა, როცა ოკუპირებულ საქართველოში უხარიათ ისეთი რაღაცის გაგება, რაც უკრაინის წინააღმდეგაა და ს სასარგებლოა

ს, როგორც ომში მყოფ ქვეყანას, კონკრეტულ მომენტებში მძიმე გამოწვევები აქვს, მათ შორის, ახლა, ზამთრის პირობებში, რუსული აგრესიის პირობებში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დამარცხდება და არ მარცხდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, რუსეთი თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევს.
„ძალიან სამარცხვინოა, როცა ოკუპირებულ საქართველოში უხარიათ ისეთი რაღაცის გაგება, რაც უკრაინის წინააღმდეგაა და რუსეთის სასარგებლოა. ეს ჩემთვის ყველაზე წითელი ხაზია. რაც შეეხება ომს, ომი რთული გახლავთ, თუმცა, რუსეთი სტრატეგიულ მიზანს ვერ აღწევს… რაც შეეხება ს, მისთვის ახლა რთული მომენტია. ომი იმ ძალასთან, რომელიც წლების მანძილზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სამხედრო ძალად იყო აღიარებული, რა თქმა უნდა, რთულია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რუსეთმა წააგო თუ არა უკრაინასთან ომი, ფავლენიშვილი პასუხობს, რომ რუსეთი ამ ომს აუცილებლად წააგებს.
„რუსეთმა სტრატეგიულ მიზნებს რომ ვერ მიაღწია, წააგო, რად უნდა ამას ბევრი საუბარი. ამ ომში რუსეთი რა თქმა უნდა, დამარცხებული იქნება, რადგან სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწევს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი თავის იმპერიულ ამბიციას მიაღწევს და უკრაინაში მიაღწევს არმიის დემილიტარიზაციას, უკრაინის სახელმწიფოებრიობა აღარ იქნება და თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკრაინას დასავლურ ინტეგრაციაზე და სუვერენულ პოლიტიკაზე უარს ათქმევინებს, ძალიან ცდება. ეს იყო რუსეთის სტრატეგიული მიზანი, ამის გამო რუსეთი ამ ომში აუცილებლად დამარცხდება და მარცხდებიან კიდეც. რაც შეეხება უკრაინას, როგორც ომში მყოფ ქვეყანას, მას კონკრეტულ მომენტებში მძიმე გამოწვევები აქვს, მათ შორის, ახლა, ზამთრის პირობებში, რუსული აგრესიის პირობებში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ დამარცხდება და არ მარცხდება, რადგან რუსეთის სტრატეგიული მიზნები აბსოლუტურად სხვა იყო და არა ის, რომ უკრაინაში მძიმე მდგომარეობა ყოფილიყო“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.