ამერიკელი გენერლების დელეგაცია, შესაძლოა, მომავალ კვირას მოსკოვს ეწვიოს, რათა რუს ოფიციალურ პირებთან ვაშინგტონის „სამშვიდობო გეგმა“ განიხილოს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაციამ, რომელსაც არმიის მდივანი, დენ დრისკოლი ხელმძღვანელობდა, ხუთშაბათს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართა.
„ტრამპმა დრისკოლი თავის ახალ „სპეციალურ წარმომადგენლად“ დანიშნა. ამერიკელი გენერლების ჯგუფი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს მოსკოვში გაფრინდება, რათა კრემლთან „სამშვიდობო გეგმა“ განიხილონ“, – წერს The Guardian-ი.




