“პაპუაშვილის ბრიფინგის მერე სერიოზულად ვფიქრობ, რომ ბიძინას ამ სიგიჟის სჯერა” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
აქამდე ვერ ვხსნიდი, რაში დაჭირდათ ამდენი ემიგრანტის განაწყენება, მაშინ როდესაც ბოლო არჩევნებში ხმა მხოლოდ 35 000 ემიგრანტმა მიიღო მონაეილეობა. ეს არაა იმხელა რიცხვი, რომ მაგის გამო ასეთი მტკივნეული ნაბიჯი გადადგა და ის ემიგრანტებიც გაანაწყენო, ვინც შეიძლება საერთოდ არ დადიოდა არჩევნებზე, მაგრამ ახლა თავმოყვარეობაზე შეეხო ასეთი უპატივცემულობა. ჰოდა, დღეს პაპუაშვილის ბრიფინგის მერე მგონი მივაგენი ნამდვილ მიზეზსს. ამ ბრიფინგით თუ ვიმსჯელებთ, ბიძინას სერიოზულად სჯერა, რომ დასავლური ქვეყნების მთავრობებს შეუძლიათ ქართველი ემიგრანტების ნებაზე ზემოქმედება და ოპოზიციისთვის ხმის მიცემის დაძალება. ეს პირდაპირ თქვა პაპუაშვილმა. ჰოდა, ბოლო არჩევნებზე კი მივიდა მხოლოდ 35 000, მაგრამ ყვდლა დასავლურო ქვეყნის მთავრობა ბიძინას რადგან ებრძვის, პირი ღუ შეკრეს, ჩამოუაერეს ყველა ქართეველ ემიგრანტს, ვინც მათ ქვეყნებში ცხოვრობს და არჩევნებზე წასვლა მათრახით აიძულეს, უკვე 35 000 კი არა, რამდნეიმე ასეული ათასი ხმა გამოვა ოპოზციის სასარგრბლოდ და უყარე მერე კაკალი. პაპუაშვილის ბრიფინგის მერე სერიოზულად ვფიქრობ, რომ ბიძინას ამ სიგიჟის სჯერა და იმ კანონით თავს იზღვევს.