პრორუსული ტელეკომპანია “სეზონი” იხურება

პრორუსული ტელეკომპანია “სეზონი” იხურება, ამის შესახებ გადაცემის წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომელიც მაყურებელის წინაშე, ბოლო გადაცემით მოსკოვიდან წარსდგა.

ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, არხის დახურვის გადაწყვეტილება ტელევიზიის მფლობელმა, გიორგი კანდელაკმა მიიღო.

გიორგი კანდელაკი ალკოჰოლური სასმელების კონტრაბანდის საქმეზე რამდენიმე თვის წინ დააკავეს.

არის გარკვეული პრობლემები, რომელსაც არ ჩავუღრმავდები მე, მე როგორც რიგითი ჯარისკაცი ვალდებული ვარ დავემორჩილო ამ ბრძანებას,” – ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.