რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ნოემბერს განაცხადა, რომ აშშ-ის გეგმას შეუძლია „საფუძველი ჩაუყაროს“ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც პირველად დაადასტურა, რომ მოსკოვმა აშშ-სგან გეგმის ასლი მიიღო.
„მე მჯერა, რომ მას შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას“, – თქვა მან ვაშინგტონის 28-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც მოსკოვის ბევრ ძირითად მოთხოვნას ითვალისწინებს და კიევსა და ევროპაში შეშფოთებას იწვევს.
პუტინი დაემუქრა უკრაინას, რომ კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებს, თუ კიევი ამ წინადადებას უარყოფს და თქვა, რომ უკრაინის ქალაქ კუპიანსკის ბოლოდროინდელი აღება „გარდაუვალად განმეორდება ფრონტის ხაზის სხვა მნიშვნელოვან რაიონებში“.
ფორუმი




