პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობით კვლავ პარლამენტთან დაბრუნების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, მსვლელობა ისევ გააგრძელონ.
ამ დროისთვის პროტესტის მონაწილეები რუსთაველის მეტროსკენ მიემართებიან.
როგორც დაგეგმილი იყო, დღევანდელი მსვლელობა მხოლოდ რამდენიმე ლოკაციით შემოიფარგლა. ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია პროტესტი იყოს მშვიდობიანი და აქციის მონაწილეები პოლიციელებთან კონფრონტაციაში არ შევიდნენ.
ამასთან, პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს დღესაც არ მისცა მათი სურვილისამებრ გადაადგილების საშუალება, რასაც მოქალაქეებისგან პროტესტი, შემდეგ კი საკრებულოსთან აქციის ერთი მონაწილის დაკავება მოჰყვა.




