აჭარის მთავრობის სახლთან უწყვეტი პროტესტის 359-ე დღესაც აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა, საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს, რადგან მიაჩნიათ, რომ „ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა“.
ასევე, აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს.
„პროტესტი გრძელდება და შეჩერებას არ ვაპირებთ. ხედავთ რომ 359 დღეა აქ მოვდივართ და ევროპულ მომავალს ვითხოვთ”,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.




