“ოცნების” წევრების უმრავლესობას ოჯახის წევრები ემიგაციაში ჰყავთ – ხმის უფლება მათაც ეზღუდებათ

“ოცნების” ხელისუფლების ბევრ მაღალჩინოსანს ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი , საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, დეპუტატი ნინო წილოსანი, კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე და ზუგდიდის მერი დავით კოდუა – მათი ოჯახის წევრები სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ: ვოლსკის შვილი ამერიკაშია, ბოჭორიშვილის შვილი ბრიუსელში, წილოსანის შვილი დიდ ბრიტანეთში სწავლობს, კასპის მერს ფინანსურად ემიგრანტი დედა ეხმარება, ზუგდიდის მერს – ემიგრანტი და. სავარაუდოა, რომ ამ სიას კიდევ სხვა სახელებიც დაემატება.

ამ ფონზე, „ქართული ოცნება“ ინიცირებს ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შეზღუდვა განიხილება. ივანიშვილის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ემიგრანტები ინფორმაციას ნაკლებად იღებენ და უცხო ქვეყნების სამთავრობო გავლენების ქვეშ არიან, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ იგივე შეფასება მათ საკუთარ ოჯახის წევრებსაც შეეხება.

საჯარო განხილვებზე ეს გარემოება ხშირად რჩება უყურადღებოდ. პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ „ემიგრანტებმა სამშობლო უნდა აირჩიონ“, მაშინ, როცა იმავე ხელისუფლების წარმომადგენლებს შვილები და ოჯახის სხვა წევრები განათლებისა თუ ცხოვრების მიზნით სწორედ უცხო ქვეყნებში ჰყავთ წასული – იმ ფონზე, როცა ემიგრაციის მაჩვენებელი ქვეყანაში წლიდან წლამდე მატულობს.