უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, მაკრონთან და სტარმერთან ერთად ზელენსკის ხელახლა დავუდასტურეთ ჩვენი სრული მხარდაჭერა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს. ემანუელ მაკრონთან [საფრანგეთის პრეზიდენტი] და კირ სტარმერთან [დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი] ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის [უკრაინის პრეზიდენტი] ხელახლა დავუდასტურეთ ჩვენი სრული მხარდაჭერა. მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით ევროპასთან და აშშ-სთან, რომლის ერთგულებასაც უკრაინის სუვერენიტეტისადმი მივესალმებით. შეხების [ფრონტის] ხაზი ნებისმიერი საუბრების ამოსავალ წერტილად უნდა დარჩეს,” – წერს მერცი.




