“არ ვიცი თუ ატყობთ რომ რეჟიმის აგრესიის მატებასთან ერთად ჩვენი პრეტენზიები კლებულობს” – სარიშვილი

არ ვიცი თუ ატყობთ რომ რეჟიმის აგრესიის მატებასთან ერთად ჩვენი პრეტენზიები კლებულობს. პროტესტი გრძელდება, თითქოს შიშიც არ არის მაგრამ აბა დააკვირდით: ადრე ვაპროტესტებდით აქციების დარბევას და ქუჩაში ხალხის დაკავებას – დღეს ტროტუარზე იდგა და რატომ დაიჭირესო, ამაზე ვბრაზობთ; კაცებს, ქალებს ჩვენ თვალწინ ცემა-ტყეპით მიათრევენ, ჩვენ ვუყვირით, წესიერად მოექეცი, ნუ მიათრევ, თვითონ მოდის… თითქოს ქუჩაში დაჭერა ან ნაზად მანქანამდე მიყვანა ნორმალურია და ფორმებს და ადგილს ვაპროტესტებთ… ყველგან და ყველაფერში ასე ხდება. თითქოს მიგვაჩვიეს მაყურებლის როლს და ცოტა ხანში ამასაც აკრძალავენ. ასეთი სიცოცხლის არ გეშინიათ ხალხო?! გინდათ ასეთი სიცოცხლე?!