ეს წარმოუდგენელია – “ბარსელონას” შეიძლება მოურინიო ჩაუდგეს სათავეში

ესპანეთის სუპერთასის ფინალში “რეალთან” 1:4 უშანსოდ წაგების შემდეგ, გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული “ბარსელონას” მწვრთნელი ხავი გადააყენონ და უკვე მისი შესაძლო შემცვლელების თაობაზეც კი საუბრობენ.
El Nacional-ის მტკიცებით, ერთ-ერთ კანდიდატად “რომადან” გუშინ დათხოვნილი ჟოზე მოურინიო განიხილება, რომელმაც “რეალში” მუშაობისას კატალონიელ გულშემატკივრებს მთლად სასიამოვნოდ არ დაამახსოვრა თავი. აღნიშნულია, რომ “ბარსას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა პორტუგალიელის დანიშვნის წინააღმდეგი წავა.
მოურინიო “სამეფო გუნდის” თავკაცი 2010-2013 წლებში იყო. ის “ბარსელონაში” 1996-2000 წლებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში