მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე მარიკა სვანიშვილს სასამართლომ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე მარიკა სვანიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების ნაწილს პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ნაწილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს